saqarTvelos uReltexilebi - tebulos uReltexili
კოორდინატები | 42°31`20` ჩ. გ. 45°20`46` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3370 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
აკავშირებს | პირიქითა ალაზნის სათავეს ტებულოს ხეობასთან |
ამგებელი ქანები | ლიასის თიხაფიქლები |
უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე. სიმაღლე 3370 მეტრი. ტებულოს მიდამო აგებულია ლიასის თიხაფიქლებით. თხემური ნაწილი კლდოვანია, მოკლებულია მცენარეულ საფარს, ქვემოთ ალპური საძოვრებია. მდინარე პირიქითის ალაზნის სათავეს (ქვახიდის მიდამოებს) აკავშირებს ჩრდილოეთით მდებარე ტებულოს ხეობასთან (ქისტეთი).